LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაჰესში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა ჩაერთო

31

ზაჰესის მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკა ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული გზა  გამოინახა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკის ჩართვა და ხანძრის ტერიტორიის წყლის ჭავლით დამუშავება.

ადგილზე რამდენიმე ერთეული სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში ასევე მონაწილეობს მოხალისეებიც.

ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო მიწის ნაკვეთი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროს წარმომადგენლებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები