LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალბერი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოვაცხადოთ – სალომე ზურაბიშვილი

30

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ჰერბერტ ზალბერი „პერსონა ნონ გრატად“ უნდა გამოაცხადოს. პარლამენტის წევრის თქმით, ზალბერის განცხადება არა მხოლოდ მიუღებელია, არამედ ჩანს, რომ ის საკითხში უცოდინარია.

„ასეთ შემთხვევაში მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. მას ერთი პასუხი აქვს – პერსონა ნონ გრატად – გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები