LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთარი ძალიან ცივი იქნება – იწყება თუ არა გლობალური გამყინვარება

189

ევროპელი სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზამთარი წელს ძალიან ცივი იქნება. გერმანელი მეტეოროლოგის დომინიკ იუნგის თქმით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარსა და თებერვალში იქნება, თუმცა ევროპელები სითბოს არც მარტსა და აპრილში უნდა ელოდონ.

ამინდის ბიურო AccuWeather-ის წარმომადგენელი ჯო ბასტარდი კი ამბობს, რომ ევროპის უმეტეს ნაწილს არქტიკული ჰაერის მასები უახლოვდება და უჩვეულო სიცივეს სწორედ ეს გამოიწვევს.

„ტემპერატურა ძალიან დაიკლებს, თუმცა ჯერ კიდევ ნაადრევია ვისაუბროთ გლობალურ გამყინვარებაზე,“ – ამბობს მეტეოროლოგიური ცენტრის Fobos სინოპტიკოსი, ელენა ვოლოსიუკი.

პოპულალურები