LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზამთარში დაზიანებული გზების 70% აღდგენილია”

97

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს. ასევე, ხორციელდება საავტომობილო გზების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

დეპარტამენტის განცხადებით, მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო  გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა, დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 70%-ზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

“დაბლობში მიმდინარე შეკეთების სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებს, აქ გზის აღგენითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე აპრილში დაიწყება და ეტაპობრივად ჩატარდება”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

პოპულალურები