LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის ოლიმპიადა 7 ქვეყანას უნდა: გამარჯვებულს წელიწადნახევარში იტყვიან

90

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა 7 ქვეყანას სურს. რიგით 25-ე ზამთრის თამაშების მასპინძელ ქალაქს 2019 წლის სექტემბერში დაასახელებენ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მასპინძლობის მსურველი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა სურთ ავსტრიას (გრაცი), კანადას (კალგარი), იტალიას (კორტინა დ’ამპეცო/მილანი/ტურინი), იაპონიას (საპორო), შვედეთს (სტოკჰოლმი), შვეიცარიას (სიონი) და თურქეთს (ერზურუმი).

იტალიამ, შვეიცარიამ, კანადამ და იაპონიამ ზამთრის თამაშებს უკვე ორ-ორჯერ უმასპინძლეს, ავსტრიამ ერთხელ, შვედეთსა და თურქეთში კი ზამთრის ოლიმპიადა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები