LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის ოლიმპიადას გერმანია მოიგებს

55

სპორტულმა სტატისტიკურმა სააგენტო Gracenote-მა ზამთრის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მნიშვნელოვან ტურნირებზე ნაჩვენები ბოლო ოთხი წლის შედეგები დაამუშავა და პიონჩანგის ოლიმპიადის მედლების ცხრილის პროგნოზი დადო.

პროგნოზის თანახმად, 2018 წლის ოლიმპიადას გერმანია მოიგებს. ამ გუნდის აქტივში 40 მედალი (14 ოქრო, 12 ვერცხლი, 14 ბრინჯაო) იქნება. აქედან 10 მედალს ბიატლონისტებს უწინასწარმეტყველებენ.

მეორე ადგილს ნორვეგია მიიღებს – 37 მედლით (14-11-12). ამ ქვეყნისთვის ყველაზე შემოსავლიანი იქნება თხილამურებით რბენა – 19 მედალი.

TOP 5-ში ასევე იქნებიან: კანადა – 33 მედლით (7-12-14), აშშ – 29 მედლით (10-10-9) და საფრანგეთი – 24 მედლით (9-9-6).

რაც შეეხება რუსეთს (ეს გუნდი ოლიმპიადაზე ასეთი სახელწოდებით გამოვა – “ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან” – OAR), Gracenote-ს პროგნოზით, ამ გუნდს 19 მედლის (4-6-9) აღება შეუძლია,

პიონჩანგში ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები