LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის ქართული კურორტებით სულ უფრო მეტი ვიზიტორი ინტერესდება

32

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2016-2017 წლების სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობა 35-37%-ით გაიზარდა.

მთის კურორტების კომპანიის ინფორმაციით, 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბაკურიანში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობამ 115 317 კაცი შეადგინა. ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გუდაურში, სადაც  2016-2017 წლების სეზონზე ჯამში 276 634 ვიზიტორი ჩავიდა. ეს რაოდენობა  37%-ით აღემატება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება სვანეთს, 7321 ვიზიტორი ეწვია ჰაწვალს, ხოლო თეთნულდს – 8948.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები