LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის სეზონზე საქართველოდან რეგულარული ფრენების რაოდენობა იზრდება

78

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის.

სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლო კვირიდან მომავალი წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან კვირაში საშუალოდ 318 რეისი შესრულდება. გასული წლის ზამთრის პერიოდში რეისების საშუალო რაოდენობა 247-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზამთარს 28,7%-ით გაიზარდა. ავიარეისები ერთი ქართული და 35 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება.

”თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA winter season 2017-18) განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბაქო, ბაჰრეინი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, ლონდონი, მინვოდი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ოდესა, პრაღა, რიგა, როსტოვი, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბოლი, ჟუკოვსკი, ურუმჩი-პეკინი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჰურგადა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2017-18) განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ბერლინი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, დორტმუნდი, მემინგენი, მოსკოვი, მილანი, ლარნაკა, ლონდონი, სალონიკი.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA winter season 2017-18) განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი, სტამბოლი”, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები