LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზამთრის სეზონზე შეფერხებები არ უნდა იყოს”

82

გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში – ეს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ მისცა.

პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უამინდობის გამო არ შეიქმნას გზებზე გადაადგილების პრობლემა ან სხვა სახის სირთულე.


„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ – უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავავალო – რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანესი საკითხია.