LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zara Home უკვე საქართველოშია – ბრენდის პირველი მაღაზია გაიხსნა

388

საქართველოში სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდის – Zara Home-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. ობიექტი სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში”,  450 კვადრატულ მეტრზე განთავსდა.

”ინოვაციური დიზაინის უახლესი კონცეფციის მაღაზია, რომელიც განთავსებულია ჩვენს პირველ სართულზე, წარმოგიდგენთ ბრენდის ყველა კოლექციას, მათ შორის Zara Home Kids – ბავშვებისთვის”, – აცხადებენ ”თბილისი მოლში”.

მათივე ცნობით, დეკორის ბრენდი ასახავს მოდის უახლეს ტენდენციებს და მოიცავს: თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს და სახლის გასაფორმებლად საჭირო სხვა დეკორატიულ ნივთებს, ასევე სახლის სამოსს, აბაზანის ნივთებსა და სხეულის მოვლის საშუალებებს.

,,Zara Home-ის ”თბილისი მოლში” გახსნით ჩვენ სახლის მოდური დეკორისა და აქსესუარების ტოპ-ბრენდი შემოგვყავს ქალაქის რჩეულ სავაჭრო სივრცეში, რითაც საყიდლების პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მოლის სტუმრებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრ მომხმარებელს ველით ”თბილისი მოლში”, რომლებსაც საშუალება ექნებათ პირველებმა აღმოაჩინონ და შეიძინონ მრავალფეროვანი ექსკლუზიური კოლექციები ჩვენს ახალგახსნილ მაღაზიაში” – აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, Zara -სა და ”ინდიტექს ჯგუფის” საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, როგორც Zara Home-ის ყველა მაღაზიაში მსოფლიოში, თბილისის მაღაზიაც ყოველწლიურად წარმოადგენს უახლესი ტენდენციებით შთაგონებულ 2 კოლექციას. მაღაზიაში პროდუქციის განახლება მოხდება კვირაში ორჯერ.

Zara Home-ის შესახებ

Zara Home არის ”ინდიტექს ჯგუფში” შემავალი სახლისთვის საჭირო ნივთებისა და დეკორის ბრენდი, რომლის კოლექციებიც ასახავს მოდის უახლეს ტენდენციებს და მოიცავს: თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს და სახლის გასაფორმებლად საჭირო სხვა დეკორატიულ ნივთებს, ასევე სახლის სამოსს, აბაზანის ნივთებსა და სხეულის მოვლის საშუალებებს.

2003 წელს პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ Zara Home სწრაფად გაიზარდა  და ამჟამად 5 კონტინენტის 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს 500-ზე მეტი მაღაზიით. 5000-ზე მეტი პროფესიონალი ზრუნავს, რომ მოდისა და დეკორის უახლესი სეზონური ტენდენციები ყოველთვის იყოს ასახული ყოველკვირეულად განახლებად კოლექციებში. დიზაინერების საერთაშორისო გუნდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც ეხმარება მომხმარებლებს, შექმნან თბილი და მოდური ატმოსფერო სახლში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები