LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ALL-STAR-ს მიუახლოვდა: ქართველი კალათბურთელი მერვეა, საჭიროა სამეულში მოხვედრა

52

ზაზა ფაჩულია ALL-STAR-ს უახლოვდება. ქართული კალათბურთისთვის ისტორიული მოვლენის მხარდასაჭერად ქართული სპორტული და არა მარტო სპორტული საზოგადოება დაირაზმა და ქართველი გულშემატკივრები საკუთარი აქტიურობით ცდილობენ ზაზა ფაჩულია ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გახდეს.

რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” უერთდება ზაზას მხარდამჭერ აქციას და თავადაც აქტიურად არის ჩართული. ჩვენი ჰოლდინგის საიტებზე განთავსებული სპეციალური ბანერების საშუალებით მუდმივად არის შესაძლებელი ზაზას მხარდაჭერა.

NBA-ს საიტზე გამოქვეყნდა ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. ზაზა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, რაც სულ უფრო რეალურს ხდის მის ვარსკვლავებში მოხვედრას.

ფორვარდთა სამეული ასეთია: 1. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი); 2. კევინ დურანტი (ოკლაჰომა); 3. დრეიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი).

18 იანვრამდე საჭიროა, რომ ქართველი ცენტრი სამეულში მოხვდეს, რომ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში ითამაშოს.

 

წარმოგიდგენთ ხმის მიცემის რამდენიმე პროცედურას:

შედით ბმულზე: http://vote.nba.com/?iref=asv16_intlsearchbar&cid=asv16_intlsearchbar და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა.

თუ არ ხართ nba.com-ზე ექაუნთის მფლობელი, რეგისტრაცია გაიარეთ: https://secure.nba.com/membership/user/register/

 

ხმის მიცემა (დღეში ერთხელ) შესაძლებელი ფეისბუქიდან. პროცედურა ამ შემთხვევაში უფრო მარტივია. სტატუსში იწერება #nbavote zaza pachulia და შემდეგ იპოსტება.

 

google.com-ის საძიებო სისტემაში ჩაწერთ nba vote mavs. სისტემა მოძებნის “დალასის” შემადგენლობას. მოვნიშნავთ ზაზა ფაჩულიას და ვაჭერთ “submit vote”. ხმის მიცემა შესაძლებელია დღეში ერთხელ.

 

1916946_960167570729721_483997628400243421_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები