LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა არ იყო: გოლდენ სტეიტი დიდ ფინალს მიუახლოვდა

33

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ სან ანტონიოში 120:108 დაამარცხა ტრავმებით გატანჯული „სფურსი“ და დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ოკლენდელთა ძირითად ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც წინა შეხვედრაში ქუსლი იტკინა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

დანაკლისი „სან ანტონიოს“ უფრო მეტი ჰქონდა. გუნდის ლიდერებს – ტონი პარკერსა და კავაი ლეონრდს მატჩის მსვლელობისას, პირველ პერიოდში, დევიდ ლიც შეუერთდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ოკლენდელებმა კი მასპინძლებს ისე მოუთავეს საქმე, შანსი არ მიუციათ.

„გოლდენ სტეიტს“ კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა მოაგროვა სტეფ კარიმ, რომელმაც რიკ ბერის „გოლდენ სტეიტის“ საპლეიოფო ბომბარდირის სტატუსი ჩამოართვა. 13 წუთში 16 ქულა მოაგროვა ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთულში მყოფმა ჯავალ მაკგიმ, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

სერიის მომდევნო შეხვედრა 23 მაისს კვლავ სან ანტონიოში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „გოლდენ სტეიტი“ ნბა-ს სუპერფინალში გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები