LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ასპროცენტიანია: გოლდენ სტეიტმა კალიფორნიული დერბი ოვერტაიმში მოიგო

37

ნაციონალური საკალათბურთი ლიგის მორიგ შეხვედრაში “გოლდენ სტეიტმა” “ლეიკერსი” ლოს ანჯელესში დაამარცხა.

ოკლანდელებმა მეტოქეს ოვერ ტაიმში ანგარიშით 127:123 მოუგეს.

ქართველმა ცენტრმა კალიფორნიული დერბი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ფაჩულიამ 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტის ქართველმა კალათბურთელმა ხუთიდან ხუთივე ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ დადგა საჯარიმო ხაზთან, სადაც ასევე ზუსტი იყო.

მატჩში საუკეთესო 29 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით კევინ დურანტი იყო.

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს გამთენიისას “ორლანდო მეჯიქთან” გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები