LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ჩემპიონებში დარჩა: ერთწლიანი კონტრაქტი გოლდენ სტეიტთან

31

ზაზა ფაჩულიამ და “გოლდენ სტეიტმა” ახალი – ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

შეგახსენებთ, ფაჩულია სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

კონტრაქტი ფინანსურად ოდნავ გაუმჯობესებულია და უწინდელი 2,9 მილიონის ნაცვლად ქართველი ცენტრი სეზონში 3,5 მილიონს გამოიმუშავებს. ასე რომ, ისტორიაში პირველი ქართველი, რომელმაც ნბა-ს ჩემპიონობა მოიგო, შანსი აქვს, ეს შედეგი მომავალი სეზონის ბოლოს გაიმეოროს.
„მეომრებმა“ შეინარჩუნეს სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ალბათ კევინ დიურანტსაც დაიტოვებენ.

33 წლის ფაჩულიას მონაგარი საჩემპიონო სეზონში ასეთია – 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები