LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა და გოლდენ სტეიტი კონფერენციის ფინალში გავიდნენ

43

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და ზაზა ფაჩულია ნბა-ს დასავლეთის კონფერენციის ფინალში არიან. ამერიკის პროფესიული ლიგის პლეი ოფის მეორე რაუნდში ოკლენდელებმა მეოთხე მატჩიც მოუგეს „იუტა ჯაზს“ და სერიაში მშრალი ანგარიშით – 4:0 იმარჯვეს.

სერიის მეოთხე მატჩი სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა, რომელიც „გოლდენ სტეიტმა“ დიდი უპირატესობით – 121:95 მოიგო. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე სერიაში უმეტესი – 19 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტს“ 30 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა. 18 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო დრეიმონდ გრინის ანგარიშზე სამმაგი დუბლი – 17 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა დაგროვდა.

„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „სან ანტონიოსა“ და „ჰიუსტონის“ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს. აღნიშნულ სერიაში ანგარიში 2:2-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები