LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა დაბრუნდა და მოიგო: 18 წუთი სასტარტოში (ვიდეო)

26

ზაზა ფაჩულია მოედანს სასტარტო ხუთეულში დაუბრუნდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “გოლდენ სტეიტმა” მორიგი შეხვედრა “კლიპერსთან” გამართა და ზაზა ფაჩულიასთან ერთად გამარჯვება იზეიმა – 123:113.

ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთულში დაიწყო და 18:08 წუთი თამაშა.

ფაჩულიამ 3-დან სამივე 2-ქულიანი მოათავსა მეტოქის კალათში და შეხვედრა 6 ქულით, 4 მოხსნით, 4 დაფარებით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სტეფ კარი გახდა, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა.

მომდევნო შეხვედრას “გოლდენ სტეიტი” საკუთარ მოედანზე 26 თებერვალს, “ბრუკლინთან” გამართავს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=66&v=6Jodsts5rpQ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები