LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ერთი წლით დეტროიტში წავიდა

60

ზაზა ფაჩულიამ „დეტროიტ პისტონზთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 2.4 მილიონი დოლარია.

ქართველმა კალათბურთელმა ბოლო ორი სეზონი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ გაატარა და ორივე წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „პისტონზი“ მის კარიერაში NBA-ს მე-6 უნდი იქნება.

ზაზა ფაჩულიამ „უორიორზის“ მიერ რეგულარულ სეზონებში გამართული 139 მატჩიდან – 127 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის ანგარიშზე საშუალოდ 5.7 ქულა და 5.3 მოხსნა იყო.

ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ფაჩულიას უნარები, განწყობა და გამოცდილება დეტროიტულ კლუბს ძალიან წაადგება.

შეგახსენებთ, რომ „პისტონზში“ ანდრე დრამონდი და ბლეიკ გრიფინი თამაშობენ. სავარაუდოდ, ზაზა „დეტროიტში“დრამონდის დუბლიორი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები