LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია: ეს ჩემპიონობა არის საქართველოსი

20

ახალგამომცხვარი მსოფლიო ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საჩემპიონო მატჩის შემდეგ ცხელ გულზე გაკეთებული ინგლისურენოვანი კომენტარის შემდეგ პირველ მიმართვას აკეთებს მშობლიურ ენაზე.

– სასწაული გრძნობაა. ამდენი შრომა, ამდენი ოფლი, ამდენი ვარჯიში იმისთვის, რომ მოგვეგო ჩემპიონობა და მოვიგეთ კიდეც. გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ეს ძალიან დიდი სიამაყე და ძალიან დიდი სიხარულია, ყველას ვულოცავ, ყველა გულშემატკივარს. რაც მთავარია, ეს ჩემპიონობა არის საქართველოსი და იმედი მაქვს ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის და ითამაშებენ კალათბურთს. ეს დასაწყისი იყოს და ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არა მარტო კალათბურთში. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავ საქართველო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები