LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გოლდენ სტეიტში არ დარჩება

37

1 ივლისს NBA-ში სატრანსფერო ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, კლუბებს რამდენიმე დღეში შეეძლებათ ახალი კალათბურთელების წარდგენა, თუმცა ბევრი ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია.

“გოლდენ სტეიტმა” შაბათს NBA-ს ისტორია დაწერა – როცა სუპერმაქსიმალური კონტრაქტი შეათანხმა სტეფ კარისთან, რომელიც 5 წელიწადში 201 მილიონ დოლარს მიიღებს.

სულ მალე გაფორმდება ოდნავ ნაკლებად შთამბეჭდავი კონტრაქტი კევინ დურანტთანაც.

ასევე კლუბმა უკვე დაიბევა კარის შემცვლელი გამთამაშებელი, შონ ლივინგსტონი, ისიც რჩება.

დარჩა ვეტერანი ცენტრი დევიდ ვესტიც.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ “გოლდენ სტეიტმა” მოაგვარა მთავარი საჭოჭმანო საკითხი, გუნდის “მეექვსე კაცი”, ანდრე იგუოდალა დაიტოვა გუნდში, ეს თავად კალათბურთელმა დაადასტურა “ტვიტერზე”.

ამის შემდეგ, SportsNet Bay Area მიიჩნევს, რომ გუნდს არანაირი შანსი აღარ დარჩა დარჩენილი ხუთი თავისუფალი აგენტი დაიბრუნოს. ესენი კი არიან: ზაზა ფაჩულია, მეტ ბარნსი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და ჯაველ მაკგი.

 

გაზეთი “ლელო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები