LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ისტორიას ქმნის: ჩემპიონობამდე ერთი მოგება დარჩა

54

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ნბა-ს ფინალური სერიის მესამე, გასვლითი მატჩიც მოუგო ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ და სერიაში 3:0 დაწინაურდა. ამით, ზაზა ფაჩულია 1 ნაბიჯით მიუახლოვდა ჩემპიონობას. მართალია, გოლდენსტეიტელთა ქართელი ცენტრი დღევანდელ მატჩში შედეგიანობით ვერ გამოირჩა, თუმცა მისმა გუნდმა იმარჯვა და მთავარიც ეს არის.

მატჩი ისე სრულდებოდა, თითქოს მასპინძელთა გამარჯვება გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო 2-წუთნახევარში ოკლენდელებმა კევინ დიურანტის მექულეობით 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და სწორედ ამ სხვაობით იმარჯვეს – 118:113. დიურანტმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა. ერთით ნაკლები – 30 ქულით დაასრულა შეხვედრა კლეი ტომპსონმა, რომელმაც 6 სამქულიანი ჩააგდო, სტეფ კარიმ კი შეხვედრა 26 ქულით, 13 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 13 წუთში 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართელმა ცენტრმა სამივე სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. უქულოდ დაასრულა შეხვედრა კლივლენდელთა ცენტრმა ტრისტან ტომპსონმაც, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა.

მორიგი ფინალური მატჩი, რომლის მოგების შემთხვევაშიც „გოლდენ სტეიტი“ ჩემპიონი გახდება, 10 ივნისს, კლივლენდში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები