LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ხუთეულში არ არის: ოლ სტარის სასტარტო ცნობილია

80

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

შესაბამისად, ცნობილი გახდა დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდების სასტარტო ხუთეულები.

აღმოსავლეთი: კაირი ირვინგი, დემარ დეროზანი, ლებრონ ჯეიმსი, ჯიმი ბატლერი, იანის ანდეტოკუნმპო.

დასავლეთი: სტეფ კარი, ჯეიმს ჰარდენი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

მიუხედავად იმისა, რომ “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია გულშემატკივართა გამოკითხვაში მოწინავე პოზიციებზე იყო, სასტარტო ხუთელში მოხვედრა საქარველოს ნაკრების კაპიტანმა მაინც ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულების გამოვლენა წელს განსხვავებული წესით მოხდა. შერჩევის ახალი პრინციპის მიხედვით ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოთვლიან, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდება.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში შედგება, გუნდების სათადარიგო შემადგენლობა კი 26 იანვარს გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები