LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა კოლელიშვილისთვის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა

114

აბაშიძის ქუჩაზე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელ სახლთან მისი მეგობრები იკრიბებიან. როგორც გარდაცვლილი მსახიობის სახლიდან გამოსვლის შემდეგ ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა, ზაზა კოლელიშვილმა, განაცხადა, ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის გამოფენის მოწყობას გეგმავდა.

ზაზა კოლელიშვილის აზრით, მსახიობს არ ჰქონდა რაიმე მიზეზი, რაც სუიციდისკენ უბიძგებდა.

„გარდაცვალების მომენტში, როგორც მე ვიცი, ის მარტო იმყოფებოდა სახლში. მისმა ახლობელმა დარეკა პოლიციაში, რადგან ალბათ ის არ პასუხობდა ზარებს. ახლაც გაოგნებული ვარ. ეს არის მოულოდნელი და თავზარდამცემი ამბავი,“ – განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები