LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მეომრად დარჩება: ფაჩულია გოლდენ სტეიტთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

69

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ამის შესახებ ინფორმაცია USA Today გაავრცელა.

„მეომრებს“ ქართველ კალათბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურთ და სავარაუდოა, რომ ფაჩულია მომდევნო სეზონშიც ჩემპიონის რიგებში იქნება.

არადა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იწერებოდა, რომ ზაზა დატოვებდა „გოლდენ სტეიტს“, ითქვა კვლავ „ატლანტაში“ დაბრუნების ვარიანტზეც.

ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ გასულ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მაშინ ჩვენიანმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად 1 ივლისს კი კვლავ თავისუფალი აგენტი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები