LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მოგებით დაბრუნდა: 17 წუთი და 4 ქულა

35

ზაზა ფაჩულია მოედანს 4 ქულითა და 7 მოხსნით, “პორტლენდთან” მოგებულ მატჩში დაუბრუნდა.

4-მატჩიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და „გოლდენ სტეიტს“ „პორტლენდის დამარცხებაში დაეხმარა. ოკლენდური გუნდის ქართველ ცენტრს მაჯის ტრავმა ჰქონდა და ამის გამო ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას. დღეს, გამთენიისას, „პორტლენდთან“ 135:90 მოგებულ შეხვედრაში ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და მოედანზე 17 წუთი გაატარა.

ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 4 ქულას ფაჩულიამ 7 მოხნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ქართელი ცენტრის მოედანზე ყოფნისას „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქეს 21 ქულით აჯობა. ოკლენდელებს დღევანდელ მატჩში 34 ქულითა და 11 მოხსნით კევინ დიურანტმა ულიდერა. 21 ქუთში 23 ქულა მიითვალა სათადარიგო იან კლარკმა, რომელიც მოედანზე მაშინ გავიდა, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. სტეფ კარიმ შეხვედრა 19 ქულითა და 6 პასით დაასრულა.

24 მოგებითა და 4 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ კვლავ ლიგის ლიდერია, მომდევნო შეხვედრა კი 21 დეკემბერს, შინ „იუტა ჯაზთან ჩაატარებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები