LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მოგვიანებით გამოგვადგება, ახლა ცოტა დაისვენოს

42

ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმის გამო დაახლოებით 10 დღით დასვენება მოუწევს. „გოლდენ სტეიტის“ ქართველმა ცენტრმა მხარი „პორტლენდთან“, 29 იანვარს გამართულ მატჩში დაიშავა, რის შემდეგაც „შარლოტთან“ მატჩი უკვე გამოტოვა. ფაჩულიას შესახებ კომენტარს აკეთებს მისი მწვრთნელი სტივ კერი, რომელიც ამ ტრავმის პოზიტიურ მხარეზე ლაპარაკობს.

“ცხადია, ტრავმა არასასურველია, მაგრამ მეორეს მხრივ ზაზას დასვენების საშუალება მიეცა. ფაჩულია მოგვიანებით გამოგვადგება, ახლა კი ცოტათი სულის მოსათქმელი პაუზა ექნება”, – ამბობს “გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი სტივ კერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები