LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი არის ჩამოყალიბებული თაღლითი – გია ვოლსკი

98

„გამოქვეყნებულ აუდიო თუ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, ერთი მხარე აცხადებს, რომ დადგმული იყო და რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ დადგმული იყო?!“ – ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

„ერთი მხარე ამბობს, რომ დადგმულია – ის შეუთანხმდა, მოდი, შენ ასე მითხარი, მე – ისე… თქვენ ხელს აფარებთ ზაზა ოქუაშვილს, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე ვალი აქვს. როცა 6 მილიონი ლარი ჰქონდა ვალი, ამბობს, რომ 4 მილიონს ქრთამად სთხოვდნენ. ეს 4 მილიონი ვალში გაესტუმრებინა და დღეს ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ადამიანი არის ჩამოყალიბებული თაღლითი, რომელსაც თქვენ აფარებთ ხელს, რადგან ერთი ოჯახი ხართ. ეს არის რეალური მდგომარეობა,“ – მიმართა ვოლსკიმ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები