LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის ჩანაწერებიც – ბიძინა ივანიშვილი

41

ზაზა ოქუაშვილმა გვაჩვენოს ის ჩანაწერები, რომლებზედაც წუხანდელ გადაცემაში საუბრობდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მედია და ბიზნეს ზეწოლაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

„ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, პრემიერამდე, ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი. ყველას და ყველაფერს იწერდა. რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც, გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები