LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

69

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში 11 საათზე დაიწყო.

მას სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, ასევე აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად, საელჩოების წარმომადგენლებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.