LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე ხვალ პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება

54

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე საუბრის მთავარი საკითხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იქნება.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი თუ რა რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი, რომლის გადადგმის პირობაც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროსგან მიიღო. საუბარი ასევე შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემასაც, რასაც სარალიძე ითხოვს.

პროკურატურის წარმომადგენლებთან ზაზა სარალიძის შეხვედრას ასევე მისი ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დაესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები