LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე შეხვედრის თაობაზე მთავარი პროკურატურის შეთავაზებაზე უარს ამბობს

124

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლულის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვედრასა და დიალოგს სთავაზობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, საქმის სხვა დეტალებზე პროკურატურა განმარტებებს ბრიფინგზე გააკეთებს, თუმცა ბრიფინგის გამართვა იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზაზა სარალიძე.

“ჩვენ ვთავაზობთ დაზარალებულ მხარეს დიალოგს. ვთავაზობთ რომ შემოვიდეს შეხვედრაზე. პროკურორი სამუშაო ჯგუფთან ერთად მზადაა შეხვედეს მას გასცეს მის ყველა კითხვას პასუხი და  ასევე გვაქვს სხვა შეთავაზებებიც. ამაზე უფრო ვრცლად ბრიფინგზე ვისაუბრებთ. ყველაფერი დამოკიდებულია, რას გადაწყვეტს დაზარალებული მხარე. ჩემი მიზანია, რომ ბატონი ზაზა შემოვიდეს მთავარ პროკურატურაში და დაჯდეს სასაუბროდ პროკურორთან,” – აღნიშნა სუხიაშვილმა.

პროკურატურის შეთავაზებაზე უარს აცხადებს მოკლული მოზარდის მამა. ზაზა სარალიძე კვლავ ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს.