LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე – “შოთაძე ციხეში, სისტემა უნდა დაინგრეს” (ვიდეო)

55

„პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე, რომელიც მთავარი გამყალბებელი იყო ამ საქმის. შოთაძე ციხეში, სისტემა უნდა დაინგრეს. აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ყველა დაკავებული არ იქნება,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის და ირაკლი შოთაძე პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული.

ცოტახნის წინ საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა. მან თანამდებობა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა. ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები