LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძეს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა

97

მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების ხელმძღვანელი მამუკა ასათიანი ზაზა სარალიძეს, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავასა და მათ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორ მამუკა ასათიანმა ზაზა სარალიძესა და მათ მხარდამჭერებს განუხადა, მთავრობის ადმინისტრაცია მათ მიერ მიღებულ საქმეებს განიხილავს.

რაც შეეხება პრემიერმინისტრთან შეხვედრას, იმ შემთხვევაში, თუ ის შედგება, მამუკა ასათიანის თქმით, განხილული იქნება არა მხოლოდ დავით სარალიძის საქმე, არამედ ზოგადად, საქმეთა რეგისტრაციის დროს მიღებული ყველა განაცხადი.

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერთან შეხვედრის კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა, მათი განცხადებით, დავით სარალიძისა და მისი მხარდამჭერების მოთხოვნაზე, პასუხი გონივრულ ვადაში გახდება ცნობილი.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას პრემიერმინისტრთან შეხვედრის იმედი აქვს.

“მე ამათი პასუხები არ მაკმაყოფილებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შვილის მკვლელები ისევ გარეთ დადიან. რაც შეეხება პრემიერმინისტრთან შეხვედრას, გაისაუბრებენ და იმედია, შემხვდებიან. ადმინისტრაცია საქმის კურსშია და ალბათ შეხვედრას დაგეგმავენ. მე შეხვედრას პრემიერმინისტრთან ვითხოვ,” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად, დაახლოებით სამი საათია მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. მათ მამუკა ბახტაძის სახელზე ის 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები