LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პანკისიდან თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ჩამოვიდა

41

პანკისიდან თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და მის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ჩამოვიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე, მასავით გამწარებული მამაა და ამიტომ, გვერდში დაუდგება.

“ჩემი ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზია, გვერდში დავუდგე სარალიძეს. ვიცი, რომ ეს ადამიანი ჩემნაირადაა გამწარებული. მინდა ჩემი თანადგომა გამოვხატო”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა “რუსთავი 2”-თან.

მანვე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თავისი შვილის საქმეს ჯერ არ იცნობს და ამიტომ, ამ თემაზე არ ისაუბრებს და დღეს მხოლოდ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ზაზა სარალიძის ბიჭი კი, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა.

დღეს, აქციას სწორედ ზაზა სარალიძე მართავს. პარლამენტის წინ, მისი მომხრეები უკვე იკრიბებიან.