LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

82

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე შეხლა-შემოხლა მოხდა. მომხდარის შედეგად ერთმა პირმა დაზიანება მიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. აქციის მონაწილეები ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

თვითმხილველების განცხადებით, შუახნის მამაკაცი რკინის ჯებირსა და ბანერს შორის მოჰყვა, რის შედეგადაც მხრის დაზიანება მიიღო.

ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაცია “დასავლეთის პლატფორმის” თანადამფუძნებელი კრისტინა პუშერი, რომელმაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

როგორც კრისტინა პუშერმა განაცხადა, გაოცებულოა იმით, რომ ასეთ მცირერიცხოვან აქციაზე ამდენი პოლიციელია მობილიზებული. “ბევრმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო. ვერ ვგრძნობ, რომ სიტყვის თავისუფლება ახლა არის”,- აღნიშნა მან.

ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღია ცის ქვეშ ღამის გათევა უჭირთ, თუმცა პოლიციამ კარვისთვის განკუთვნილი ბანერები დააზიანა.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის კარვის მსგავსი კონსტრუქციის გაშლასთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა ორჯერ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები