LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა შენგელიას სპეციალური განცხადება “ევროვიზიასთან” დაკავშირებით

164

ზაზა შენგელიამ მცირე ხნის წინ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც დაადასტურა, რომ მას “ევროვიზიის” ხუთკაციან ჟიურიში, რომელმაც უმაღლესი ქულა რუსეთს მიანიჭა, არ უმუშავია. როგორც ის წერს, მან კიდევ ოთხ ადამიანთან ერთად, იმუშავა შიდაშესარჩევი ჟიურის შემადგენლობაში, რომელმაც გრიგოლ ყიფშიძე საქართველოს წარმომადგენლად დაასახელა და ასევე გამოავლინა სიმღერა, რომლითაც გრიგოლი კონკურსზე წარდგა.

ზაზა შენგელია წერს:

“მეგობრებო, მინდა სიცხადე შევიტანო ფეისბუქზე გავრცელებული არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე ვიყავი იმ ჟიურის თავმჯდომარე, რომელმაც გამოავლინა წლვანდელ საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს სახელით მონაწილე კონკურსანტის ვინაობა. ჩვენს მიერ შერჩეული კონკურსანტი იყო გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც ყველაზე საუკეთესო კანდიდატად მიმაჩნდა მაშინაც და მიმაჩნია დღესაც. აგრეთვე, ჩვენმა ჟიურიმ შეარჩია გამარჯვებული სიმღერაც ჩვენს მიერ გამოვლენილი კონკურსანტისათვის. ჩემს გარდა ჟიურის შემადგენლობაში მუშაობდნენ დათო ევგენიძე, მაია ბარათაშვილი, გიორგი ასანიშვილი და ელისო შენგელია. ჟიურიმ მუშაობა 2 თვის წინ დაასრულა და ამით ფუნქციონირება შეწყვიტა. That’s it ! იმედია, ფაქტი ყველასათვის გასაგები გახდება, მადლობა ყურადღებისათვის ✌😊 ❤️ P.S. ევროვიზიის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია მკაცრი კრიტიკის საგანს წარმოადგენს ხმის მიცემის ცუდი სისტემის გამო…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები