LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა უქულოდ დარჩა, გოლდენ სტეიტმა ისევ წააგო

51

წარუმატებელი გამოდგა ნბა-ს მორიგი მატჩი როგორც „გოლდენ სტეიტისთის“, ისე მისი ქართველი ზაზა ფაჩულიასთვის.
თითო მოგებ-წაგების მქონე მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი მატჩი მემფისში გამართა და „გრიზლისთან“ მარცხი განიცადა – 101:111.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე 12 წუთი გაატარა და უქულოდ დარჩა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა, თუმცა 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 ჯარიმა მიიღო. საუკეთესო კი სტეფ კარი გახლდათ 37 ქულით.

1 მოგებითა და 2 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ „საკრამენტოსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-11-12 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დალასში, 24 ოქტომბერს გამართავენ.

 

 

მანამდე კი „გოლდენ სტეიტმა“ მატჩი ნიუ ორლეანში, „პელიკანსთან“ გამართა და პირველი გამარჯვება იზეიმა.
სადებიუტო მატჩში ჰიუსტონთან“ წაგების შემდეგ ოკლენდელებმა მობილიზებულად ითამაშეს ნიუ ორლეანში და ადგილობრივი გუნდი 128:120 დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 21 წუთი დაჰყო. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ფაჩულიას 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. ქართველ ცენტრს პასივში 3 დაკარგვა ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები