LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ურუშაძის „აღსარება“ 26 ოქტომბრიდან ქართულ კინოეკრანებზე გამოდის

840

26 ოქტომბრიდან ქართულ კინოეკრანებზე „ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ახალ ფილმს – „აღსარება“ ვიხილავთ. ეს „მანდარინების“ შემდეგ ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი ნამუშევარია.

ფილმში მთავარ როლს დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს – ის თამაშობს სასულიერო პირს, რომელიც ჩადის სოფელში, სადაც ეკლესიაში დიდი ხანია, წირვა არ შესრულებულა… მამაოს აფრთხილებენ, რომ წინ რთული გზა ელის, რადგან სოფელში არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს.

დიმიტრი ტატიშვილთან ერთად, „აღსარების“ მონაწილეები არიან სოფია სებისკვერაძე, სოსო ხვედელიძე და ნატა მურვანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები