LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ და გოლდენ სტეიტმა ჩემპიონობა ქალაქში იზეიმეს (ფოტო, ვიდეო)

31

ზაზა ფაჩულიამ და „გოლდენ სტეიტმა“ NBA-ს ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად ტრადიციულად ქალაქში გასეირნებით აღნიშნეს.

კალათბურთელებმა საჩემპიონო თასი მთელს ქალაქში ღია ავტობუსით მოატარეს. გამარჯვებულ „მეომრებს“ ათასობით გულშემატკივარი ეგებებოდა.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტმა ფინალურ სერიაში „კლივლენდ კავალიერსს“ 4:1 დაამარცხა და ბოლო სამ წელიწადში მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

https://www.youtube.com/watch?v=naFAuxgRWCg

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები