LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ მესამეც გამოტოვა: მის ნაცვლად მესამე მოსინჯეს

50

ზაზა ფაჩულიამ მესამე მატჩი გამოტოვა, ოკლენდელებს კი ნიუ ორლეანში მოგება გაუჭირდათ.

ქართველი ცენტრის გარეშე, რომელსაც მაჯა აწუხებს, „გოლდენ სტეიტმა“ უკვე მესამე მატჩი ჩაატარა და მეორედ იმარჯვა. ოკლენდელებმა მორიგი შეხვედრა ნიუ ორლეანში გამართეს და „პელიკანსი“ დიდ ბროლაში – 113:109 დაამარცხეს.

გოლდენსტეიტელთა დამრიგებელმა, სტივ კერიმ უკვე მესამე მოთამაშე მოსინჯა ფაჩულიას ტრავმით გამოცარიელებულ სასტარტო ცენტრის პოზიციაზე. ანდერსონ ვარეჟაოსა და კევონ ლუნის შემდეგ, რომლებმაც ჯამში 4 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვეს, ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგი გამოჩნდა. მაკგიმ წინამორბედ 2 ცენტრზე უკეთ ითამაშა და 16 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

გამარჯვებულ „გოლდენ სტეიტს“ კი 30 ქულითა და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, თუმცა არანაკლები და შეიძლება ითქვას, მეტი სამუშაო გასწია დრეიმონდ გრინმა, რომელმაც სამმაგი დუბლი – 12 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი მიითვალა.

22 მოგებითა და 4 მარცხით ოკლენდელები ლიგის ლიდერები არიან. შემდეგი შეხვედრა „გოლდენ სტეიტს“ 16 დეკემბერს, შინ „ნიუ იორკთან“ ელის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები