LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ მხარი იტკინა

20

ნატკენი მხრის მიუხედავად, ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა “შარლოტთან” შეხვედრის მე-5 წუთზე მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. სავარაუდოდ, ქართველმა ცენტრმა თავი არაკომფორტულად იგრძნო და მწვრთნელებმა ის დაასვენეს.

5 წუთში ფაჩულიამ 3 მოხსნა მოაგროვა, 1 ბურთი ააცილა და 1 დაკარგა. “გოლდენ სტეიტი” თამაშობდა ტრავმირებული სტეფ კარისა და დრეიმონდ გრინის გარეშე, თუმცა კევინ დიურანტის სამმაგი დუბლის (35 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი) მაინც მოახერხა “შარლოტის” სტუმრად დამარცხება – 101:87.

20 მოგებითა და 6 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლენდელები დეტროიტში, “პისტონსთან” გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები