LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ ნიძლავი მოიგო: გაიპარსე კერტის წვერი (ვიდეო)

47

“გოლდენ სტეიტის” ქართველმა ცენტრმა სანაძლეო მოიგო. ჩვენებური გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელ კერტის რეიფილდს დაენიძლავა.

არადა, სანაძლეო მარტივი შესასრულებელი არ ყოფილა. ზაზას ორმაგი დუბლი ჭირდებოდა და თან კალათში ბურთის ჩატენვაც დაემატებინა.

შეგახსენებთ, ფაჩულიამ ამ მიზანს “ორლანდოსთან” შეხვედრაში მიაღწია. შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გამოვიდა, ხოლო რეიფილდმა ქართველთან წვერის გაპარსვა წააგო.

სხვათა შორის, ამის შესახებ ძალიან ბევრმა ამერიკულმა ონლაინ გამოცემამ დაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები