LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 15 წუთი: გოლდენ სტეიტმა იუტაც გაანადგურა

31

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელებმა თანაკონფერენციელ საშუალო გუნდ “იუტა ჯაზს” უმასპინძლეს და გართულებების გარეშე – 104:74 იმარჯვეს.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე პერიოდი, რომელიც ფაჩულიას გუნდმა 36:18 მოიგო და “ჯაზმენები” წელში გატეხა. ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 15 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო ააცილა.

15 წუთი ითამაშა გოლდენსტეიტელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკგიმ, რომელმაც დათმობილი დროის კვალობაძე ძალიან ბევრჯერ შეუტია. 15 წუთში მაკგიმ 14 ორქულიანი ესროლა, რომელთაგან მხოლოდ 4 ჩააგდო და საბოლოოდ 8 ქულა, 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. საუკეთესო კი სტეფ კარი იყო 25 ქულით, კევინ დიურანტმა კი თავი 22 ქულას მოუყარა.

25 მოგება 4 მარცხის საპირისპიროდ და „გოლდენ სტეიტი“ ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს 23 დეკემბერს, ნიუ-იორკში, „ბრუკლინ ნეთსთან“ ელის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები