LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 2 ქულა და “გოლდენ სტეიტის “ჰიუსტონთან” მოგება

37

„გოლდენ სტეიტი“ წარმატებულ სერიას განაგრძობს და თან ისე, რომ გზადაგზა ბობოლ-ბობოლა კონკურენტებს ამარცხებს. წინა ჯერზეი ოკლენდელებმა ტეხასში „სფურსი“ დაამარცხეს, ახლა კი ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ჰიუსტონ როკეტს“ სძლია.

ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, შესაბამისად ლიგის ერთ-ერთ ფავირიტადაც მიიჩნევიან. ოკლენდში „როკეტსმა“ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა ჩვეული შეუპოვრობა გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ – 107:98. გარდამტეხ მომენტში შედეგიანად ითამაშეს სათადარიგოებმა – ანდრე იგუდალამ და იან კლარკმა. ჯავალ მაკგის კი 11 წუთში 13 ქულა და 5 დაფარება დაუგროვდა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო ოკლენდელთა ქართველი ცენტრი. ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი მიითვალა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელთა ხვა სათადარიგოებს, დრეიმონდ გრინმა 6 ქულა მიითვალა, მეტ ბარსნმაც 6, ხოლო სტეფ კარი 24 ქულით ბომბარდირი გახდა, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 20 ქულა მიაშველა.

62 მოგებითა და 14 მოგებით „გოლდენ სტეიტი“ მთელ ლიგას ლიდრობს. მდევარ „სან ანტონიოს“ 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში ოკლენდელებს დარჩენილი აქვთ 7 მატჩი და ამ უპირატესობასაც დიდი ალბათობით არ განიავებენ, რაც მათ ლიგის პირველ ადგილს და პლეი-ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მიანიჭებს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 3 აპრილს, შინ „ვაშინგტონთან“ ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები