LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას 8 ქულა და მორიგი გამარჯვება

26

„გოლდენ სტეიტის“ კიდევ ერთი გამარჯვება – ამჯერად „მილუოკისთან“. ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან ოკლენდელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და 25 ქულის სხვაობით – 117:92 იმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12 წუთით გამოჩნდა. მიუხედავად დროის სიმწირისა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

„გოლდენ სტეიტს“ 28 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა. ანდრე იგუდალა სათადარიგო იყო და ოკლენდელებს 15 ქულით შეეწია. „გოლდენ სტეიტისთვის“ კარგი ინფორმაცია გავრცელდა ტრავმირებული კევინ დიურანტის შესახებ, რომელიც უკვე ისე მომჯობინდა, რომ ფარში ბურთის სროლას შეუდგა და მოედანსაც მალე დაუბრუნდება.

„გოლდენ სტეიტს“ 55 მოგება და 14 მარცხი აქვს, რაც დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგაში ლიდერობის გარანტია. მორიგი მატჩი და დიდი გამოცდა ოკლენდელებს 21 მარტს ოკლაჰომა სიტიში, „სანდერთან“ ელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები