LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას ფაჩულიას შვილები “FedEx-ის ყუთში ჩასმას გადაურჩნენ”

44

20 ნოემბერს, „ბრუკლინთან” მოგებული მატჩის შემდეგ, აღმოსავლეთის ტურნეში მყოფი „გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა ჟურნალისტებს საინტერესო ისტორია მოუყვა.

„ზაზა ფაჩულიას ორი ვაჟი ჩვენთან ერთად მოგზაურობს. ისინი ამ ტურნეში “უორიორზისთვის” ბოლბოის ფუნქციებს ასრულებენ. ზაზამ საღამოს მითხრა, რომ ბოსტონში წაგებისა და ფილადელფიაში შესვენებისას 20 ქულით ჩამორჩენის შემდეგ, განუცხადებია, რომ ზედიზედ მეორედ წაგების შემთხვევაში, თავის შვილებს FedEx-ით უკან სან ფრანცისკოში გააგზავნიდა. ძალიან მიხარია, რომ ის თამაში მოვიგეთ და ბავშვები FedEx-ის ყუთში ჩასმას გადაურჩნენ”, – იხუმრა სტივ კერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები