LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას თანაგუნდელი სასწაულებს ჩადის: სტივ კარი შვებულებიდან დაბრუნდა (ვიდეო)

115

სტივ კარიმ მორიგი ჯადოქრობა ჩაიდინა და შეახსენა, რატომ უნდა დაველოდოთ მოუთმენლად ნბა-ს ახალ სეზონს.
ამ ვიდეოს გამეორებით ყურება არასდროს მობეზრდება კაცს.

კარი და მისი ”გოლდენ სტეიტი” ისედაც ხომ როგორი გემრიელა ლუკმაა და წელს ასმაგად და ათასმაგად მიმზიდველია, რადგან ამ უძლიერეს გუნდში გადავიდა ჩვენი ზაზა ფაჩულია. შესაბამისად, ”უორიორზის” და მისი ვარსკვლავების თითოეული ხელის მოქნევა ჩვენთვის საინტერესო ხდება.

ნბა-ს გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს და საწვრთნელი ბანაკები გახსნეს.
რა გააკეთა შვებულებიდან დაბრუნებულმა კარიმ პირველსავე დღეს, აგერ თავად ნახეთ.

ნბა-ს 2016/17 წლების სეზონი სტარტს 26 ოქტომბერს აიღებს.

 

How @stephencurry30? (Via @warriors)

A video posted by SLAM (@slamonline) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები