LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას ტრავმა სერიოზული არ არის: ითამაშებს თუ არა შაბათს?

34

ზაზა ფაჩულიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ცენტრს ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მომავალ, შაბათს დაგეგმილ მატჩში თამაში შეეძლება, თუმცა ჩვენებურის თამაში ჯერ მაინც სათუოა. მთავარია, რომ MRI-ის დიაგნოსტიკამ ქართველის ქუსლის ტრავმაში სერიოზული ვერაფერი აღმოაჩინა.

ზაზამ ქუსლი “სან ანტონიოსთან” სერიის მეორე მატჩის მსვლელობისას იტკინა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა და თავისიანებს 4 ქულით, მოხსნით და 2 შედეგიანი გადაცემით შეეშველა.

“გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და “სან ანტონიო სპერზის” დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ანგარიში 2:0-ია კალიფორნიელთა სასარგებლოდ. მესამე შეხვედრა 21 მაისს (თბილისის დროით 05:00 საათზე) ტეხასის შტატში ჩატარდება. მომავალ მატჩში საეჭვოა როგორც ზაზა ფაჩულიას, ასევე სან ანტონიოელთა ლიდერის კავაი ლეონარდის თამაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები