LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას უჯარიმო 3 ქულა და მოგება ბრუკლინთან

51

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ბრუკლინ ნეტსი” 118:111 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იყო და პარკეტზე 13 წუთი დაჰყო.

ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 3 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ერთი ორქულიანი და ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და არცერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “მეომრები” პირველ პერიოდში დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ლიდერის როლში გახლდნენ. საოცარი შეხვედრა ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელმაც 39 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. კლეი ტომპსონმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 23 ქულა და 10 მოხსნა.

“გოლდენ სტეიტი” 13 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები “ოკლაჰომას” გასვლაზე დაუპირისპირდებიან.

მანამდე კი…

ზაზას 10 ქულა: გოლდენ სტეიტმა ფილადელფიაში მოიგო

„გოლდენ სტეიტმა“ მორიგი გამარჯვება ფილადელფიაში მოიპოვა, სადაც ადგილობრივი „სიქსერსი“ 124:116 დაამარცხა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ცენტრმა, რომელმაც თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეული დაიწყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა.

სხვა სასტარტოებთან შედარებით მცირე სათამაშო დროისა, ქართველმა ცენტრმა 10-ქულიან ბარიერს უწია. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 10 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად, ფაჩულიამ 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა, 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები