LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედიზედ მესამედ: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

60

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ისრაელს პირველი საპლეიოფო მატჩი 12:1 მოუგეს. ამგვარად, ნეთანიაში გამართულ საპასუხო შეხვედრას ფორმალური სახე ჰქონდა, თუმცა, საქართველოს ნაკრები საქმეს სერიოზულად მიუდგა და ისევ მოიგო – 11:10. ჩვენებისგან ყველაზე მეტი 3 გოლი მიხეილ ბაღათურიას ანგარიშზეა.

ქართველმა წყალბურთელებმა ევროფორუმზე პირველად 2014 წელს ბუდაპეშტში ითამაშეს და 12 მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავეს, 2016 წელს, ბელგრადში კი, საქართველო 16 გუნდს შორის მე-14 იყო.

კონტინენტის პირველობა 14-28 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შედგება და უკვე ცნობილია ის 8 ნაკრები, რომელთაც იქ თამაში განაღდებული აქვთ: სერბეთი, მონტენეგრო, უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია და რუსეთი. დარჩენილი ფინალისტების ვინაობა პლეი-ოფში ირკვევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები