LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედიზედ ორი ტერაქტი იემენში – დაიღუპა 5 ადამიანი

51

იემენის სამხრეთში ქალაქ ადენაში ორი ტერაქტი მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სამძებრო განყოფილების ადმინისტრაციულ განყოფილებაში შეაღწია და თავი აიფეთქა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცოტა ხნით ადრე კი ქალაქის უსაფრთხოების სამსახურშიც მოხდა ტერაქტი. იქაც თავი ტერორისტმა აიფეთქა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

იემენში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები